ძიება

понедельник, 30 августа 2010 г.

სერიალები


ამ თემაში მინდა შევეხო სერიალებს.. ოღონდ აქ ეს სერიალები არ იგულისხმება ( friends DR.House, შუა ქალაქი და ამდაგვარი) მე მინდა შევეხო ბრაზილიურ სერიალებს. რატომ უნდა გადიოდეს ნახევარი დღე სერიალი და არა რამე ნორმალური  კინო როგორც რუსები აკეთებენ მაგალითად.  თან აწერია U ეს ალბათ იცით რასაც ნიშნავს.  ვინც არა და ეს არის ( ყურება დასაშვებია ყველასთვის) როგორ შეიზლება ბრაზილიური სერიალი იყოს დასაშვები 8–14 ბავშვებისთვის ?  მანდ ხომ არის უარყოფითი ემოციები, როგორიც არის ჩხუბი,ტირილი, ტყუილი და მთავარი კიდე  ქალის და კაცის  ურთიერთობა.. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა (მემგონი მიხვდით). ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ როცა ერთი სერიალი მორჩება ეგრევე მეორე იწყება.. როგორც რუსთავი–2–ზე ხდება.   მინდა თქვენ  მკითხველებო ერთი კითხვა დაგისვათ Lost (დაკარგულებ)–ს რომ უყურებდით საერთო ჯამში გაიგეთ მისი აზრი? მე მაგალითად 1–ვე სერიის დასასრულიდან ვერ გავიგე აზრი . ბევრი კინო მინახავს კუნძულზე, რომ დაიკარგებიან, მაგრამ აქ რომ დაიკარგნენ აი ამის მერე ვერაფერი გავიგე...  მაგრამ იმას ვაღიარებ, რომ დიდი პუპულარობით სარგებლობდა თუნდაც ჩემთვის უაზრო სერიალმა.  თან ყველაზე ცუდი ის არის, რომ შემეცნებითი გადაცემები არაა.. როცა საქმე არ გაქვს  და გინდა უყურო ტელევიზორს ძალაუნებრივად უნდა უყურო სერიალს. (ვისაც რუსული არხები არააქვს) მე მიმაჩნია, რომ ამ სერიალებს უნდა ქონდეთ თავისი დრო და ადგილი და არ იკავებდეს მთელი დღის ეთერს..  ( თქვენ აზრს მოუთმენლად ველი კომენტარებში)

Комментариев нет:

Отправить комментарий

Go to Beatport.comGet These TracksAdd This Player