ძიება

понедельник, 30 августа 2010 г.

Mansory Bugatti Veyron



Bugatti Mansory-ის ზეგავლენის ქვეშ მოექცა რომელსაც მატორზე ხელი არ უხლია.უბრალოდ მან დიდი რაოდენობით კარბონი ტყავი და ოქროც კი გამოიყენა,რომლის შემჩნევაც სურათებზე შეგვიძლია. არამარტო გარედან არამედ ტურბინაზეც კი არის რაგაც ადგილები მოოქროვილი. სალონზე კიდე აღარაფერს ვამბობ.არამარტო სუპერქარია არამედ ფუფუნების უდიდესი საგანი...
 აბა გამოიცანით რა ღირს  :)
Читать далее

კინოები



მე მინდა ამ თემაში შევეხო ყველასათვის აკტუალურ თემას..  როგორ თარგმნიან ქართულად კინოებს. არის თუ არა ის მისაღები დღეს დღეობით? მე ასე დავიწყებ!
ჩემი აზრით და ბევრიც დამეთანხმება, რომ ჯერ ჯერობით კარგად ვერ ვთარგმნით ქართულად კინოებს ..  მე მირჩევნია რუსულად მოვუსმინო კინოს რადგან იქ მაინც მივხვთები სად არის ემოცია ან იუმორი.. 
მაგალითად:  Top Gear ეს გადაცემა ბევრმა იცის (თუ არადა ვიტყვი, რომ მანქანებზეა) გუშინ ამ გადაცემას ვუყურებდი რუსულად და თქვენ წარმოიდგინეთ მეცინებოდა, ვნერვიულობდი კიდევაც... ქართულად, რომ ვუყურე  არანაირი ემოცია არ მქონდა გინდ დაიჯერეთ გინდ არა. მაგრამ ეს ასე იყო.. ჩვენ კინოებს ვთარგმნით როგორც რობოტები ანუ დაგვავალეს და უნდა ვთარგმნოთ სხვა არაფერი არ უნდა იყოს წინა პლანზე (მე ვგულისხმობ ემოციებს)
მაგალითი2–რე: Littel Man როგორ თარგმნით.. აჰა! თქვენ თარგმნეთ როგორც პატარა კაცი... და ტელეარხმა იმედმა თარგმნა როგორც  ქონდრის კაცი რატო? ეს უფრო კარგად ჭღერს ? 
მე ასე არ ვიტყოდი..  აქ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.. მაგრამ თქვენ მოგანდობთ ამ საქმეს...  აბა კომენტარებით გამაგებინეთ თქვენი აზრი

Читать далее

სერიალები


ამ თემაში მინდა შევეხო სერიალებს.. ოღონდ აქ ეს სერიალები არ იგულისხმება ( friends DR.House, შუა ქალაქი და ამდაგვარი) მე მინდა შევეხო ბრაზილიურ სერიალებს. რატომ უნდა გადიოდეს ნახევარი დღე სერიალი და არა რამე ნორმალური  კინო როგორც რუსები აკეთებენ მაგალითად.  თან აწერია U ეს ალბათ იცით რასაც ნიშნავს.  ვინც არა და ეს არის ( ყურება დასაშვებია ყველასთვის) როგორ შეიზლება ბრაზილიური სერიალი იყოს დასაშვები 8–14 ბავშვებისთვის ?  მანდ ხომ არის უარყოფითი ემოციები, როგორიც არის ჩხუბი,ტირილი, ტყუილი და მთავარი კიდე  ქალის და კაცის  ურთიერთობა.. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა (მემგონი მიხვდით). ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ როცა ერთი სერიალი მორჩება ეგრევე მეორე იწყება.. როგორც რუსთავი–2–ზე ხდება.   მინდა თქვენ  მკითხველებო ერთი კითხვა დაგისვათ Lost (დაკარგულებ)–ს რომ უყურებდით საერთო ჯამში გაიგეთ მისი აზრი? მე მაგალითად 1–ვე სერიის დასასრულიდან ვერ გავიგე აზრი . ბევრი კინო მინახავს კუნძულზე, რომ დაიკარგებიან, მაგრამ აქ რომ დაიკარგნენ აი ამის მერე ვერაფერი გავიგე...  მაგრამ იმას ვაღიარებ, რომ დიდი პუპულარობით სარგებლობდა თუნდაც ჩემთვის უაზრო სერიალმა.  თან ყველაზე ცუდი ის არის, რომ შემეცნებითი გადაცემები არაა.. როცა საქმე არ გაქვს  და გინდა უყურო ტელევიზორს ძალაუნებრივად უნდა უყურო სერიალს. (ვისაც რუსული არხები არააქვს) მე მიმაჩნია, რომ ამ სერიალებს უნდა ქონდეთ თავისი დრო და ადგილი და არ იკავებდეს მთელი დღის ეთერს..  ( თქვენ აზრს მოუთმენლად ველი კომენტარებში)
Читать далее

ქართული ხალხური სიმღერა



 მე მინდა ვისაუბრო იმ ჩემისაზრით რთულ თემასთან... უნდა მოუსმინო ხალხურ სიმღერას მარტო  ქეიფის დროს და უნდა ანიჭებდე როკს უპირატესობას ვიდრე სალამურზე დაკვრას ?  მე ვფიქრობ რომ ესეთი მიდგომა არის მაგარი უაზრო! თუ ქართველი ხარ და ამბობ, რომ საქართველო გიყვარს რატო  აკეთებ ისე, რომ ძალიან იშვიათ უსმენ ხალხურ სიმღერას ან საერთოდ არ უსმენ ?  მე მირჩევნია ქართველი არ ვიყო ვიდრე ასეთი რამე ჩავიდინო. თუ ქართველი ხარ ხშირად უნდა უსმინო ქართულ სიმღერას... და რაც მთავარია საგალობლებს როგორიც არის მრავალ ჟამიერი...  უმნეტესობა ამბობს: გემოვნებაზე არ დაობენ.. ეგ რა მიდგომაა ?! ქართულ ხალხურ სიმღერაზე ეგეთი რამე არ ჭრის...  რახან  ქართველი ხარ.. უნდა უსმინო ხალხურ სიმღერას და გიყვარდეს და აბუჩად არ უნდა ააგდო..  მხოლოდ თვეში 1 ხელ ვუსმენ ისიც სუფრაზე .. დანარჩენ დროს არ მაინტერესებს .. რა მიდგომაა ეს იგივეა რომ თქვა  მწვადი არ მევასება და მარტო სუფრაზე შევჭამ ისიც კულტურული ქცევების გამო...  ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით ველი!!!


Читать далее
Go to Beatport.comGet These TracksAdd This Player